გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა:
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად შემოვიდა განცხადება გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებითად, ახალ გარემოებებზე მითითება არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ამ საქმეზე განაჩენი გამოტანილია. პირი გასამართლებული იყო. მისჯილი ჰქონდა სასჯელი. გარემოება, რაც იქნებოდა საქმის გადახედის საფუძველი, მათ არ ჰქონდათ.
პროკურატურამ განმცხადებელს უკვე გაუგზავნა შესაბამისი განცხადება, სადაც განმარტებულია, თუ რატომ ვერ მოახდენს რეაგირებას პროკურატურა ამ საქმეზე. კანონის თანახმად, პროკურატურას საქმეზე, რომელზეც განაჩენი დამდგარია, გადახედვის საშუალება არ აქვს",- განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.