უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა „რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინიაში მიმდინარე მოვლენებზე ისუაბრა. პატრიარქმა ის მიზეზები განმარტა, რამაც ხალხი ქუჩაში გაიყვანა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა რუსეთმა იქონია.
„ჩვენი პოზიცია ხალხთანაა. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რადგან უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაზე. ხალხი ამისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა. როდესაც ვილნიუსში იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, ხალხი გაბრაზდა. პირველები ქუჩებში სტუდენტები გამოვიდნენ. მათ არ უნდოდათ ოპოზიციასთან გაერთიანება, რადგან მშვიდობიან აქციას აწყობდნენ, რომ გამოეხატათ ევროპაში გაერთიანების სურვილი. ეს ბავშვები დაარბიეს და სცემეს. ამის შემდეგ აქციებმა უკვე სხვა სახე მიიღო. მათ შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. სიტუაცია იქამდე მივდა, რომ ხალხმა ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა", - განაცხადა პატრიარქმა.
კიევის პატრიარქმა ინტერვიუში საქართველოზე და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„რუსეთი სხვადასხვა მეთოდებს იყენებს იმისთვის, რომ უკრაინა საბაჟო კავშირში გააწევრიანოს და შექმნას საფუძველი ახალი იმპერიისთვის. შემდეგ ეს კავშირი იქნება სლავური ან სხვა სახელწოდებით და დაუპირისპირდება ევროკავშირს. რუსეთის ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებაზე და შედეგიც სახეზეა. სწორედ ამიტომ არის ხალხი ქუჩაში გამოსული, რომ რუსეთმა თავისი ვერ გაიტანოს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გენერალურ ანსამბლეაზე, მან სიმართლე ილაპარაკა" - განაცხადა პატრიარქმა ფილაერტმა.