reportiori.ge - პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსები დეკემბრის ბოლოსკენ მოიმატებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:13
ინტერვიუ
პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსები დეკემბრის ბოლოსკენ მოიმატებს
08 დეკემბერი, 2013. 00:07

ბავშვთა სტაციონარებში ამ ეტაპზე მდგომარეობა განტვირთულია, თუმცა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებაში ატეხილი პანიკა ვურუსული დაავადებების მატებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ წყდება. რა მდგმარეობაა რეალურად ამ ეტაპზე, ფიქსირდება თუ არა რაიმე საშიში ტიპის ვირუსი და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ვირუსების და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ამ საკითხებზე „რეპორტიორი" დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს ესაუბრა:

 

- ბატონო პაატა, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე საქართველოში, ხომ არ ფიქსირდება რაიმე სახის საშიში ვირუსული დაავადება?

- საქართველოში ამ დროისთვის არა თუ სხვა, გრიპის ვირუსიც კი არ დაფიქსირებულა. ფიქსირდება მხოლოდ გრიპის მაგვარი დაავადებები. გრიპმა დაიგვიანა, ვინაიდან, როგორც წესი ის ნოემბრის შუა რიცხვებიდან  გამოჩნდება ხოლმე. ახლო მომავალში ველოდებით გრიპის შემოსვლას.

 

- რა ფაქტორზეა ეს დამოკიდებული?

- ეს არის დამოკიდებული ამინდზე. რაც უფრო დიდხანს და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ამის მიხედვით იარსებებს გრიპის ვირუსიც.

 

- როგორია თქვენს მიერ ნახსენები გრიპის მსგავსი დაავადების მაჩვენებელი ამ დროისთვის?

- მართალია ვირუსმა შარშანდელთან შედარებით დაიწყო მატება, მაგრამ თუ ვნახავთ კიდევ უფრო წინა წლების მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ ეს მატება ერთმანეთს ემთხვევა. მატება რა თქმა უნდა არის, მაგრამ არაფერია ამაში საგანგაშო.

 

- ხომ არ არის მოსალოდნელი ამ მაჩვენებლის გაზრდა?

- რა თქმა უნდა, მოიმატებს დეკემბრის ბოლოსკენ, მერე იანვარში ცოტა ჩაცხრება, ვინაიდან ამ პერიოდში ზამთრის არდადეგებია და ბავშვები ერთმანეთს ვერ გადადებენ ვირუსს.

 

- რა ასაკის  ადამიანებში ფრიქსირდება ძირითადად აღნიშნული დაავადება?

- დაავადება ფიქსირდება არა მარტო ერთ წლამდე, ამ ეტაპზე საკმაოდ მომატებულია ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ასევე მომატებული 4-დან 15 წლამდე ბავშვებში, მაგრამ ამ ასაკში შედარებით ნაკლებად. ვირუსის კიდევ უფრო ნაკლები მაჩვენებელია მოზრდილებში.

 

- ვირუსის მატების შემთხვევაში, არიის თუ არა მომარაგებული ქვეყანა საჭირო  მედიკამენტებით?

- მედიკამენტების მარაგი არის. „ტამიფლუს" და „რელენზას" საკმაო რაოდენობა გვაქვს. ეს ორი არის ანტივირუსული მედიკამენტები. ასევე  ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანტიბიოტიკი არ შველის არცერთ ვირუსს. ამიტომ არასწორია როცა ვისუსის დროს ანტიბიოტიკს აძლევენ ავადმყოფს. ასეთ დროს ყველაზე კარგია სითხეები და C ვიტამინის შემცველი საშუალებები.

 

- ბატონო პაატა, თქვენი სამსახურის მიერ თუ კონტროლდება საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა?

- ჩვენმა ცენტრმა თბილისის საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ერთად, დედაქალაქის საბავშვო ბაღები მოვიარეთ და ყველა ბაღში აქვთ იზოლატორები ავადმოფი ბავშვებისთვის, რომ ავადმყოფი ბავშვი არ იყოს ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად.

 

- ზოგადად, მსოფლიოში რა ვითარებაა ამ კუთხით, რა ტიპის ვირუსები ფიქსირდება?

- ევროპის ქვეყნებში აქა-იქ უკვე თანაბარწილად დაფიქსირებულია B, H1N1 და H3N2 ტიპის ვირუსები. ჩამოთვლილი ვირუსებიდან ყველა ის სახეობებია, რომლებიც წინა წლებში ფიქსირდებოდა.

 

- რა რჩევას მისცემდით მშობლებს გიპის და სხვა დაავადებათა პრევენციისთვის?

- ბავშვებს თავის დროზე თუ მივხედავთ, საჰოსპიტალიზაციო არ გახდებიან. პირველ ეტაპზე ბავშვს რომ სიცხე დაუფიქსირდება 38 გრადუსი, ან მეტი, ერთი დღეც რომ გაგრძელდეს, მაინც ექიმს უნდა მიმართოთ და უნდა მოხდეს მკურნალობითი ჩარევა, რომ არ გახდეს ბავშვი საჰოსპიტალიზაციო. რა თქმა უნდა, ვიღაც მაინც გახდება, მაგრამ გაცილებით ცოტა. მივმართავ დედებს, ბავშვი რომ ავადაა, არ უნდა გაიყვანონ სახლიდან და მითუმეტეს, საბავშვო ბაღში ან სკოლებში, მაგრამ თუ მოხდა მსგავსი რამ, ბაღებისა და სკოლების ადმინისტრაციებმა არ უნდა მიიღონ ასეთი ბავშვი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016