საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვლის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.