reportiori.ge - თვითმმართველობის კოდექსის განხილვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:39
პოლიტიკა
თვითმმართველობის კოდექსის განხილვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
08 დეკემბერი, 2013. 19:20

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თვითმმართველობის კოდექსის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრაზე ბოლომდე დარჩნენ, მათ თავიანთი შენიშვნები წარმოადგინეს და 14-პუნქტიანი დოკუმენტი თვითმმართველობის კოდექსის ავტორებს გააცნეს.


„მე პროტესტის ნიშნად დავტოვე ეს შეხვედრა, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ფარული ფორმით მხარეებად დაყოს საქართველო, საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნის კვლავ დაშლას, სეპარატიზმის გაღვივებას, რომელსაც მოჰყვება რეგიონული ენების აღიარების მოთხოვნა, მოჰყვება ავტონომიურიური უფლებების მოთხოვნა, რაც საბოლოო ჯამში დაშლის ამ ქვეყანას", - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის"  წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.


კოდექსის პროექტზე მსჯელობის დასრულების შემდეგ, განცხადება „ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემაც გააკეთა. მისი განცხადებით, შენიშვნები ეხება როგორც დოკუმენტის შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ საკითხებს, თუმცა ამ დრომდე ერთ-ერთ მთავარ შენიშვნად კოდექსის ახალ ვერსიაში ჩადებული თერიტორიული დაყოფის პრინციპი რჩება.


„ჩვენი შენიშვნები ეხებოდა როგორ ფორმატში უნდა გაგრძელდეს მუშაობა სახელისუფლებო და არასაპარლამენტო პარტიებს შორის, მეორეს მხრივ, არის წინადადებები, რომლებიც ეხება ქალაქის, სოფლის, დაბის და მუნიციპალიტეტის დონეებს და იქ არსებულ ცვლილებებს როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით, ასევე უფლებამოსილებების კუთხით. არის ცალკე თემა, რომელიც ეხება ე.წ. რეგიონის დონეზე მუნიციპალიტეტთა გაერთიანებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016