reportiori.ge - ჰაიდ პარკი: “ჩუნგა ჩანგა, „ვესელა ჟივიომ“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჰაიდ პარკი: “ჩუნგა ჩანგა, „ვესელა ჟივიომ“!
08 დეკემბერი, 2013. 20:47

კორკოტა მაგარია! ალბათ, fb-ze ბევრს გვინახავს მისი ნამღერი რესტორანში, მეგობრებთან ერთად. ლაღი კაცია! მომწონს, მაგრამ... როცა საქმე საზოგადოებრივი ცხოვრების კარდინალურ მომენტებს ეხება, "ჩუნგა-ჩანგათი" შორს ვერ გავალთ. უფრო სერიოზული დაფიქრება და მსჯელობაა საჭირო!


არგუმენტად ან არმოსმენის მოტივად არადა არ გამოდგება ის, რომ "არხარეს "კარენნოი" და არც „კამსამოლსკი ალეაში" გიჭამია „სასისკი"... ეს არგუმენტები მათი შესატყვისი პიარტექნოლოგიები, ცოტა არ იყოს, ობიექტურობის ეჭვს ბადებს. ცხადია, რამდენიმე გამონაკლისს არ ეხება. არადა, საკითხავია: ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილების პროექტზე ვინმემ რამე გაიგო? ეჭვი მეპარება. თუ არ ჩავთვლით ერთეულ პროფესიონალებს.


ირაკლი მელაშვილი (მთავრობაში გუბერნატორ-გამგებლების კურატორი) დადედაქალაქის მერობის მსურველი მინისტრი ნარმანია სერიოზულად გაუფერულდნენ. ვინმე მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ (ჩუღურეთი, „ოცნება" - რეპებისნაზავი) ამ თემაზე პატრიარქი ისე გააკრიტიკა, მეგონა, „ტაბულელი" ჩერგოლეიშვილი ბაასობდა მის ნაცვლად. გარეგნულად არა, მაგრამ შიგნით რომ „მისაკაჩავებელია", ფაქტია. არ იცის ამ „წიპშამ" საჭირო მომენტი, ვითარება და დრო "ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ". ასევეა „ოცნების" პოლიტტექნოლოგია/პიარიც. ყანდიაშვილები და უდიპლომო, მექრთამეობასთან დაკავშირებული ბრალდებით სასჯელმოხდილი შ.რამიშვილი, აშკარად, „ვერ ქაჩავენ" და ამას თავადაც ვერ ხვდებიან და ვერც „პრადვინუტი" ტიპები ამ მთავრობაში? ჯერ კიდევ უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძეც "ვერლავეს". ამბობენ, პოლიტიკიდან მიდისო. მივესალმები მის ასეთ ნაბიჯს. „ოცნების" ფრაქციის ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ვერ გაამართლაო და გია ვოლსკით ჩაანაცვლეს. ვნახოთ, თუ დაიმორჩილა ეს დაქირავებულნი მისი ჩვეული „ბლატნოი ბაზარით".


ეს ყველაფერი იქეთ იყოს და როგორ გაგვიბედეს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის გაურკვეველი ვადით გადადება? ესაა სამართლიანობის აღდგენა? დაქირავებულო წულუკიანო, იმისთვის აგირჩიეს, რომ დააბოლო საზოგადოება? ექს-ვიცე-მინისტრის, ჯანდიერის დათხოვნა სადაო თემაა, ამბობენ, პირადი კონფლიქტიაო. და მისი, ოჯახის მარჩენალი მძღოლი რაღაზე გაუშვი? არ მჯერა შენი სამართლიანობის დაქირავებულო წულუკიანო და, იმედია, პრემიერი ღარიბაშვილი მალე აუსრულებს საზოგადოებას მოლოდინს - მოგხსნის! საოცარია, ერთეული „ოცნებისტების" გარდა, ხმას არავინ იღებს ამ სამართლიანობის კომისიის შექმნის პროცესის შეჩერებაზე. არც ე.წ. ჟურნალისტები და ე.წ. ექსპერტები ახურებენ. და მარტო მაგაზე? სტალინის რეპრესირებულთ თანხა გადაუხადეს? - როგორც მახსოვს არა! ხრუშოვი დაპირდა, შემდეგ ბრეჟნევმა ნაწილობრივ გადაუხადა. (რასაც ვერ იგებთ, დაგუგლეთ ხოლმე). იმ მსხვერპლთა ოჯახებს უბრალოდ უთხრეს, რომ უკანონოდ მოექცა სახელმწიფო. ამის აღიარება ასე უჭირს ამ მთავრობას?..


უკრაინის ამბებსაც შევეხები. სუბიექტური შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი „მოამბე" იქაურ ოპოზიციონერებს კიცხავს. ნაცების „რუპორი" „რუსთავი-2" კი „აპრავებს". ობიექტურ ინფორმაციას კი „ბიბისით" ვიგებთ. საზმაუ რომ დიდი ხანია დასახურია, წლებია გვესმის, თუმცა, რეალურ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მესმის, ნაცების აღტკინება უკრაინის თემაზე და მიკვირს, რომ მათ მიერ უკრაინაში განდევნილმა რეპრესირებულებმა არ მიაწიხლეს იქ ჩასული არც ბარამიძე და არც სხვა ექსები. თავის დროზე, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა სამართლიანად უთხრა ევროკავშირს: "მაყუთი" მომეცით, რომ რუსეთს დავუსხლტე. 28-წევრიანმა ბიუროკრატიულმა „მახინამ" კი, რომელიც უმეტესწილად „გაზპრომზეა" დამოკიდებული, უარი უთხრა და უკრაინის მასშტაბებისათვის გროშები შესთავაზა. შედეგიც მიიღეს. თუ მოსკოვმა კიევზე იმარჯვა, ჩვენც არ გველის კარგი ხეირი. უკაცრავად, პოლიტიკური გემოვნების ამბავია. ყველანი ჩემსავით ევრო-ატლანტისტი ვერ ვიქნებით.


ერთი კვირით გემშვიდობებით იმ იმედით, რომ დაქირავებულნი მორიგ სისულელეს არ ჩაიდენენ. ბიძინისტი არ ვარ, მაგრამ მისდამი მართლა მადლიერი ვარ - გამოხატვის თავისუფლება დაგვიბრუნა. 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016