reportiori.ge - კიევში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:12
მსოფლიო
კიევში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 11:26

კიევის ცენტრში, ბასარაბსკის ქუჩაზე მდებარე ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ათობით აქტივისტმა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, ტროსის გამოყენებით ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს.


იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, თუმცა მათ მომიტინგეებისთვის ძეგლის ჩამოგდებაში ხელი არ შეუშლიათ.


ლენინის ძეგლის ადგილას აქტივისტებმა უკრაინის დროშა აღმართეს.


ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილე რამდენიმე აქტივისტი უკვე  დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარტია "უდარის" დეპუტატმა, ვალერი კარპუნცოვმა განაცხადა.



მისი თქმით, მილიციელები იმ პირებსაც აკავებენ, ვისაც უშუალოდ ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ სტალინს და ლენინს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016