reportiori.ge - მაიდანზე შეკრებილები სპეცრაზმელების ალყაში არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:54
მსოფლიო
მაიდანზე შეკრებილები სპეცრაზმელების ალყაში არიან
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 17:20

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, მაიდანზე შეკრებილები შინაგანი ჯარებისა და "ბერკუტის" ალყაში არიან მოქცეული.


საუბრობენ, რომ შესაძლოა, ძალოვანმა სტრუქტურებმა შტურმით აიღონ პროფკავშირების სახლი, სადაც ევრომაიდანის აქტივისტები არიან შეკრებილი.


ასევე "ბერკუტის" ავტობუსებმა კიევში, ცუმ-ის შენობასთან მოძრაობა გადაკეტეს. შინაგანმა ჯარებმა კი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.


ცოტა ხნის წინ, ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ  მაიდანზე შეკრებილებს მოუწოდა დამოუკიდებლობის მოედანზე გადავიდნენ.


ხელისუფლება ცდილობს, რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და შეგვაშინოს, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მტკიცედ დგომას. მოვუწოდებთ ყველას მაიდანზე მოსვლისკენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე ჩავშლით ხელისუფლების გეგმებს", - განუცხადა კლიჩკომ მომიტინგეებს.


ამასთან, კლიჩკომ უსაფრთხოების მიზნით შეკრებილებს მოუწოდა, ქალებსა და ბავშვებს მაიდანი დაეტოვებინათ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016