reportiori.ge - უკრაინულ ტელევიზია INTV-ში შინაგანი ჯარები შეიჭრნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:46
მსოფლიო
უკრაინულ ტელევიზია INTV-ში შინაგანი ჯარები შეიჭრნენ
09 დეკემბერი, 2013. 22:55

უკრაინული ტელევიზია "INTV" შინაგანმა ჯარებმა დაიკავა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტოები იუწყებიან. "INTV" მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიაა, რომელიც აქციებს უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა.


უკრაინის ერთ-ერთი ტელევიზიის ინფორმაციით, მეტროს სადგურებში 3000-მდე სპეცრაზმელია მობილიზებული, რომლებსაც ევრომეიდნის გაწმენდის დავალება აქვთ მიღებული.


გარდა ამისა, ოპოზიციური პარტია "ბატკივშინაში" აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა მათი ოფისი გაძარცვა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით , ოფისში "ბერკუტის" დაახლოებით 100 წარმომადგენელი შეიჭრა. ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ეკეთათ. 
პარტიის წევრებმა რამდენჯერმე მილიციაც გამოიძახეს, თუმცა ისინი არც ერთ ჯერზე არ გამოცხადდნენ. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მოგვიანებით "ბერკუტის" თანამშრომლებმა ოფისიდან სერვერები წაიღეს და წავიდნენ. 


"ვერავითარი დოკუმენტები, ვერავითარი ინფორმაცია, თუ ვინ გასცა პარტიის ოფისის შტურმით აღების ბრძანება, ვერ მივიღეთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლება დღეს ღამე სამთავრობო კვარტალში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს. მათი თქმით, ელექტროენერგია შეწყდება და სპეცოპერაცია მოულოდნელად დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ დღეს აქციების გამართვის ვადა იწურება, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

 ევრომეიდანზე შინაგანმა ჯარმა კარვების დაშლა 19:00 საათიდან დაიწყო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016