reportiori.ge - ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში კრიმინალური ავტორიტეტები მიეცნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:37
სამართალი
ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში კრიმინალური ავტორიტეტები მიეცნენ
10 დეკემბერი, 2013. 16:17

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ქმედების შედეგად, მსჯავდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე, ქურდული წესების მიმდევრები და კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. ამის შესახებ განცხადება პროკურორმა კონსტანტინე კაციტაძემ გააკეთა.


მისი განცხადებით, ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ  2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში ქურდული წესების მიმდევრებმა და კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი სემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ შოთა სინაურიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.


საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულებს ბრალად წარუდგინა ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება,  რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


სისხლის სამართლის პასუხისგებაში ასევე მიცემულნი არიან სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, მისი მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი  ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია, სამართლებრივი რეჟიმის განყოპილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი,  სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე და მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.


პროკურატურის განმარტებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016