გაზეთი „კვირის ქრონიკა" თვითმმართველობის კანონპროექტის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ავტორი წერს, პატრიარქი არასდროს გამოსულა არც პროგრესის და არც ევროკავშირის წინააღმდეგ.
„პატრიარქი საქართველოს პროგრესის წინაღმდეგი არაა. ვერავინ გაიხსენებს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ერთ განცხადებასაც კი, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული. ილია მეორეს არც ევროკავშირის საწინააღმდეგო უთქვამს ოდესმე რამე. მან განაცხადა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტში" სეპარატისტული ნაღმებია ჩადებული და თუ ის კანონად ვაქციეთ, ეს საქართველოს დაშლისო. მართალი აღმოჩნდა პატრიარქი, დღეს ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი ერთმანეთს ასწრებს კანონპროექტის ის კარი გააკრიტიკონ, რომელიც პატრიარქმა დაგმო", - აღნიშნულია სტატიაში.