სამართალი
გეგუთის საპატიმროში მსჯავრდებული გარდაიცვალა
ავტორი: მარიამ მუხიგულაშვილი
10 დეკემბერი, 2013. 19:49
სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გეგუთის N14 დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავდებული ს.ი. გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კარდიომიოპათიაა, კორონალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადება.
„მსჯავდებულს 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერების თანახმად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55