reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია ღირსმოწამე სტეფანე ახლის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:38
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ღირსმოწამე სტეფანე ახლის ხსენების დღეს აღნიშნავს
11 დეკემბერი, 2013. 12:30

მართლმადიდებლური ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე სტეფანე ახლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

სტეფანე ახალი 715 წელს  კონსტანტინოპოლში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და ღმერთს ვაჟის შეძენას სთხოვდნენ, როცა თხოვნა შეუსრულდათ, დედამ პატარა სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.

 

იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყომართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იცავდნენ. წმიდა სტეფანეს  მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა ბერმონაზვნურ ცხოვრებას.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს  მოძღვარ, ნეტარმა იოანე გარდაიცვალა. მალე ღირს მამას მიაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. ორმოცდაორ წელს მიღწეულმა სტეფანემ თავისი სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო.

 

საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა შეცვალა რომელიც მართლმადიდებლობის კიდევ უფრო დევნიდა.

 

წმიდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. იმპერატორი განარისხა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. წმიდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ, მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოებას განამტკიცებდა.

 

იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძანება და მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.

 

წმიდან თვრამეტი თვე იყო სატუსაღოში. სადაც ის, ლოცულობდა და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.

 

როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი მსახური - ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და თავისი მეომრები გაგზავნა მის მოსაკლავად. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა, შემდეგ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს.მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016