ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული ზურა შამათავა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბრალდებულებს სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გამოუტანს განაჩენს და ამატებს, რომ მის მოლოდინში ამაყია: „სავარაუდოდ სასამართლო ბაჩო ახალაიას, მე და ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს - ბრიგადის გენერალ გიგი კალანდაძეს, პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძეს და უფროს სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს განაჩენს დღეს გამოგვიტანს. მე ამაყი ვარ იმით, რომ ბოლო წუთამდე სამშობლოს, ქართული ჯარის, ჩვენი საქმის და ერთმანეთის ერთგულები დავრჩით და რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ ჩვენ კვლავ ქვეყნისა და ჩვენი საქმის ერთგულები დავრჩებით. მე, ვიცეპოლკოვნიკი ზურაბ შამათავა მადლობას ვუხდი ყველა იმ სამხედროს და მოქალაქეს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლონაში გვერდში მედგა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არაფერს შევცვლიდი ჩემს განვლილ კარიერაში, რადგან მე მთელი ჩემი რწმენითა და შეგნებით ვემსახურებოდი ქართულ ჯარს, რომელიც ჩემი მეორე ოჯახი იყო და ყოველთვის იქნება", - წერს ზურაბ შამათავა.