reportiori.ge - ვანო მერაბიშვილი: დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
სამართალი
ვანო მერაბიშვილი: დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე!
11 დეკემბერი, 2013. 15:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილება მოითხოვა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით,  ამ პროცესზე წარმოდგენილ არცერთ პროკურორს დელეგირების დამადასტურებელი ცნობა არ გააჩნიათ, რის გამოც მათი აცილება უნდა მოხდეს.


მოსამართლის კითხვამ  თუ რა მუხლზე დაყრდნობით აყენებდა შუამდგომლობას მსჯავდებული, მათ შორის პოლემიკა წამოჭრა.


„ხელისუფლების მხრიდან თქვენ ცუდ მდგომარეობაში ბრძანდებით, ამ საქმეს გაეცნო კბილაშვილი, ნაცვლიშვილი და მწარიაშვილი, რომლებიც გამოიყენეს და შემდეგ მოისროლეს. ახლა ხელისუფლება თქვენს გამოყენებას შეეცდება და თქვენ შეგახოცავენ ხელს, ზეწოლას ვერ გაუძლებთ, თუმცა თქვენც კი ვერ გამოიტანთ გამამტყუნებელ განაჩენს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ამ საქმეზე მოწმე, რომელიც ჩემს დანაშაულს დაამტკიცებდა. დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე, გავცემდი იგივე ბრძანებებს",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომ მოსამართლის მიმართ გაკეთებული განცხადება სუბიექტური და  უსაფუძვლოა.


დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორების აცილების შესახებ ბრალდების მხარე შეეწინააღმდეგა, რის საფუძველზეც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016