„ექსპო ჯორჯიაში" „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერის პარალელურად მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ლიდერმა, ნანა კაკაბაძემ "რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა. „ვისთვის ტარდება ეს პრაიმერი? ვისი პრეზიდენტი უნდა გახდეს რომელიმე მათგანი? იმ ხალხის, რომლისგანაც პოლიციის საშუალებით იცავენ თავს? ეს არის აბსურდის თეატრი. ვის სჭირდება ასეთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ დასდევს პოლიცია, რომ არ ჩაქოლონ. ასეთი საყოველთაო ზიზღის მოიპოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს პარლამენტში ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა. ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ ახალი დანაშაულის პროვოცირება მოვახდინოთ და უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩავყაროთ. ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უკანონოდ აპატიმრებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ღირსებას ულახავდნენ. ვისაც ოჯახის წევრები ჩაუხოცეს, ამ 9 წლიანი რეჟიმის განმავლობაში. არ შეიძლება ეს პოლიტიკური ძალა დარჩეს გასამართლების გარეშე. ამას უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობა",- აცხადებს ნანა კაკაბაძე რეპორტიორთან.