ევროკავშირის, „აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის" ვილნიუსში დაგეგმილ სამიტს მიეძღვნა 2013 წლის 27 ნოემბრის წმინდა პიესის X -სახელობის საკონფერენციო დარბაზში წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ეგიდით გამართულ კონფერენცია „საქართველო ევროპული იდენტობა." მომხსენებლი გახლდათ ლატვიის ელჩი ვატიკანში ქ-ნი ირeნა ვაიშვალიატე და უნივერსიტეტ „roma tres" ისტორიულ გეოგრაფიული კვლევების ცენტრის პროფესორი პატრიცია ლიჩინი. კონფერენციას ესწრებოდა 200-მდე სტუმარი. აღსანიშნავია კარდინლთა კოლეჯის დეკანი , კარდინალი ანჯელო სოდანი, წმინდა საყდრის ყოფილი არქივარიუსი და ბიბლიოთეკათმცოდნე , IOR-ის (ვატიკანის ბანკი) საქმიანობის კომისიის პრეზიდენტი კარდინალი რაფაელო ფარინა, ვატიკანის უმაღლესი სასამართლოს პრეფექტი კარდინალი რაიმონდო ლეო ბურკი, ვატიკანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დესკი მონს.ვ.კულბოკასი, აგრეთვე წმინდა საყდართან აკრედიტირებული თითქმის ყველა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. იტალიაში საქართველოს საელჩოს კორპუსის პერსონალი „ოსერვატორიე რომანოს" და რადიო „ვატიკანის" ჟურნალისტები. წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობას, ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საპრეზიდენტო და გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ თავიანთ მოხსნებებში, საქართველოში დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ უცვლელი და ურყევი დარჩა სახელმწიფოს მიზნები. პირველი და ერთერთი სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციაა - აღნიშნა ქეთევან ბაგრატიონმა.
ქალბატონმა ირენა ვაიშვალიატემ თავის მოხსენებაში, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ქალბატონმა ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ თავად წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც დიდი ძალისხმევა და შრომა გასწია ვეროინტეგრაციისთვის.
საინტერესო იყო პროფესორ პატრიცია ლიჩინის მოხსენება. ანტიკურ, გეოგრაფიულ და სანაოსნო რუკებზე, არქიტექტურულ დეტალებზე, ხელნაწრებზე, ხალიჩებზე, ოქრომჭედლობის ნიმუშების მაგალითზე პროფესორმა ლიჩინმა აჩვენა და დაამოწმა პირველი ევროპის სულიერი და კულტურული ერთიანობა. უკიდურესი აღმოსავლეთიდან (საქართველო), უკიდურეს დასავლეთამდე (დიდი ბრიტანეთი), რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, არამხოლოდ კულტურული თავალსაზრისით, არამედ გეოგრაფიული მდებარეობითაც; ამასთან დაკავშირებით წარმოადგინა 1500 წლით დათარიღებული ხუან დე ლაკოზას საოკეაონო რუკა უტყუარი საბუთი, სადაც საქართველო ევროპის საზღვრებშია მოქცეული, აგრეთვე წარმოადგინა „ვილნიუსის რუკა" რომელიც შედგენილია პალეოსლავურ ენაზე და თარიღდება დაახლოებით 1620-1625 წლებით; უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ რუკებზე ქვეყნები განლაგებულია არა მათი მდებარეობით არამედ რუსეთისთვის მათი მნიშვნელობის მიხედვით დგებოდა . ეს არის პირველი გეოგრაფიული რუკა, სადაც წარმოდგენილია ამერიკა, მაგრამ მიახლოებითი ფორმით და ძალიან პატარა ზომებით. საქართველო კი ამ რუკაზე პირიქით უზარმაზარ ზომებში და მრავალი მინიშნებებით აღნიშნული გვევლინება. არის ზოგიერტი რუკა, სადაც საქართველო მინიშნებულია ქართული დროშებით, როგორც მიღებულია ყველა სანაოსნო რუკაზე ქართული დროშებით აღნიშნულია ქალაქი სოხუმი, ქალაქი თბილისი და ქალქი სივარი, რომლის მერეც იწყება სომხეთის სამეფო კილიკია. კონფერენციის მიწურულს სიტყვა ითხოვა აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალური ინსტიტუტის ერთერთმა პირველმა ქართველოლოგმა პროფესორმა პადრე ვინჩენცო პოკიმ, მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავის ღრმა პატივივისცემა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ და დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ზოგიერთი ეპიზოდი ქართული ეკლესიის ცხოვრებიდან. კონფერენციის ბოლოს საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, გამოთქვა იმედი და ღრმა რწმენა რომ 2014 წელს საქრატველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დასკვნით ნაწილს. მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მიმართ გამოჩენილი თანადგომისათვის.