საქართველოს პარლამენტში გუშინ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას "ბიბისი" ეხმაურება.
„საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ერთ-ერთი დეპუტატის ჟესტიკულაციას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. „ქართული ოცნების" დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძეს შორის დაპირისპირებამ პარლამენტში რამდენიმე წევრს შორის ხელჩართული ბრძოლა გამოიწვია", - აღნიშნავს "ბიბისი".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა გუშინ, მას შემდეგ მოხდა, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს მიმართა.
"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, ვითარება მანდატურის სამსახურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.