reportiori.ge - საქართველოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბი BBC-ის ობიექტივში მოხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:50
მედია
საქართველოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბი BBC-ის ობიექტივში მოხვდა
12 დეკემბერი, 2013. 11:07

საქართველოს პარლამენტში გუშინ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას "ბიბისი" ეხმაურება.


საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ერთ-ერთი დეპუტატის ჟესტიკულაციას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.  „ქართული ოცნების"  დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძეს შორის დაპირისპირებამ პარლამენტში რამდენიმე წევრს შორის ხელჩართული ბრძოლა გამოიწვია", - აღნიშნავს "ბიბისი".


შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა გუშინ, მას შემდეგ მოხდა, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს მიმართა.


"ნუ ბლატაობ,  შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, ვითარება მანდატურის სამსახურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016