reportiori.ge - უკრაინის პრეზიდენტი ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს
12 დეკემბერი, 2013. 13:13

ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს მრგვალ მაგიდასთან დასხდომა გუშინ საღამოს საჯაროდ შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.


ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ერთადერთი შესაძლო გზა დაზავება და ურთიერთგაგებაა.


ყველა მხარის ქმედება მხოლოდ კანონისა და უკრაინის კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოექცეს", - აცხადებს იანუკოვიჩი.


უკრაინის პრეზიდენტი ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს საერთო ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდებს.


"მზად ვარ, ასეთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის. კომპრომისის მისაღწევად ოპოზიციას მოვუწოდებ, არ თქვას უარი და არ წავიდეს წინააღმდეგობისა და ულტიმატუმების გზით", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში.


იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ხელისუფლება კანონის ჩარჩოებში იმოქმედებს და მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ ძალას არასოდეს გამოიყენებს.


"როგორც უკრაინის პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, გავაკეთებ ყველაფერს რაც აუცილებელია ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ყოველი მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ჩვენს სახელმწიფოში მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016