reportiori.ge - ქართველი ვირტუოზები ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:33
კულტურა
ქართველი ვირტუოზები ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან
12 დეკემბერი, 2013. 13:35

დღეს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდილირა", პარიზში ორ ქართველ ტალანტს - ბარბარე თათარაძეს და ილია ლომთათიძეს ფრანგული საზოგადოების წინაშე წარადგენს.

 

ფონდლირას" ექსკლუზიური კონცერტი, "SOS Talents Foundation - Michel Sogny"-სთან ერთად ხორციელდება. კონცერტი პარიზში, ელისეის მინდვრების პრესტიჟულ დარბაზში გაიმართება

 

10 წლის ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით გამოვლენ. სოლო გამოსვლის გარდა, პატარა ვირტუოზები რამდენიმე მუსიკალურ ნომერს ოთხ ხელში შეასრულებენ

 

ლირა" მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან "SOS Talents Foundation - Michel Sogny," რომელსაც საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. "SOS Talents"-მა უკვე ბევრ ქართველ ახალი თაობის პიანისტს მისცა საშუალება  გაეკაფათ გზა საერთაშორისო ასპარეზისკენ.

 

გალა კონცერტს პარიზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ბატონი გურამ ოდიშარია დაესწრება.

 

ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდილირა" 2012 წელს საქართველოში დააარსა. ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი, ქართველი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას. ფონდი „ლირა" მნიშვნელოვანი ტრამპლინია მათი ნიჭის გამოსავლენად საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, „ლირა" თანამშრომლობს ბათუმის სამუსიკო სკოლასთან, სადაც პიანისტი ელისო ბოლქვაძე აწყობს მასტერ-კლასებისა და შესარჩევ მოსმენებს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016