reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: 2,5%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის საშიშია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:33
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: 2,5%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის საშიშია!
12 დეკემბერი, 2013. 15:11

„ჯერჯერობით ხელფასების და პენსიების გადახდელობის საშიშროება არ არსებობს", - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ, დღეს „რეპორტიორში" გამართულ „პრესკონფერენციაზე" განაცხადა.

 

გიორხელიძემ 2013 წელს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ დეფიციტზე ისაუბრა. ის თვლის, რომ 2,5%-იანი ეკონომიკური ზრდა  საქართველოსთვის საშიშია.


„2013 წლის ბიუჯეტი, იმის გამო, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად ვერ ასცდება 2,5%-ს, ცხადია ვერ მიიღებს დაგეგმილ შემოსავლებს და ბუნებრივია, შესაბამისი ხარჯებით ვერ იქნება დაფარული. ეს ჯერჯერობით არ შეეხება ხელფასებს და პენსიებს, რადგან მათი გადაუხდელობის საშიშროება დღეს არ არსებობს. მართალია  2,5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება სავარაუდოდ, თუმცა ზრდის მაჩვენებელი ამ დროისთვის 1,9%-ია. მართალია ზრდა არის, მაგრამ საშიშად მცირეა. ჩვენ რომ გვქონდეს დიდი ეკონომიკა, მაშინ ნორმალური იქნებოდა, მაგრამ იმდენად მიზერული ეკონომიკა გვაქვს, მაჩვენებელი საშიშია", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016