კინოთეატრ „ამირანში" იაპონიის ფონდის მხარდაჭერით, 13-15 დეკემბერს იაპონური ანიმეს ფესტივალი ტარდება. ფესტივალის ფარგლებში სამ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ. ინფორმაცია „რეპორტიორს" იაპონიის საელჩოს წარმომადგენელმა მიაწოდა.
13 დეკემბერს ნაჩვენები იქნება „დროში მოგზაური გოგონა", რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. მამორუ ჰოსოდას ნამუშევარი 17 წლის მოსწავლე გოგონას ეხება. მოულოდნელად მისი ყოველდღიური ცხოვრება გარდაიქმნება და გახდება გმირი, რომელიც იმოგზაურებს 21-ე საუკუნეში. ფესტივალზე კიდევ ორი ფილმი - „ხუთი სანტიმეტრი წამში" და „მზის პრინცი ჰოლსის თავგადასავალი" იქნება ნაჩვენები.
ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება იაპონურ ენაზე თანდართული ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. „5 სანტიმეტრი წამში" გახმოვანებულია ქართულ ენაზე. ამ ფილმს 21 დეკემბერს, გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრშიც აჩვენებენ.
ფესტივალს იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნის. მსურველისთვის დასწრება თავისუფალია.