კულტურა
კონსერვატორიაში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ჩატარდება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
12 დეკემბერი, 2013. 17:00
კვირას, 15 დეკემბერს სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მე-16 საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" იწყება.
ფესტივალს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, 18 წლის იტალიელი პიანისტის ლეონარდო კოლაფელიჩეს კონცერტი გახსნის.
„საახალწლო მოსიკალური შეხვედრების" ფარგლებში რვა ღონისძიება გაიმართება. ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული, ვოკალური და საორგანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.
ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიის ფოიეში გოჩა კაკაბაძის და მამუკა შენგელიას საშობაო ნამუშევრების, ბიბლიის ილუსტრაციების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ცნობისთვის: ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50