სპორტი
კალათბურთში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
12 დეკემბერი, 2013. 18:14
ქალაქ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, კალათბურთში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ამავე სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.
ტურნირში გამარჯვება მე-11 კლასის გუნდმა მოიპოვა. მათ საჩუქრად ვახტანგ გზირიშვილის გარდამავალი და თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური თასი გადაეცათ. გუნდის ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ კი სპეციალური თასი მიიღო.
მე-7 საჯარო სკოლაში გარდამავალი თასის ტურნირი კალათბურთში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ტურნირის სახელწოდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სახელს უკავშირდება, რადგან ქართველი გმირი სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19