უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ყველას აქვს უფლება საარჩევნო შეხვედრა ან საპროტესტო აქცია ჩაატაროს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. „გასაგებია, რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მართველობით გაღიზიანებულია. ჩვენ ამ ადამიანებს საყვედურს ვერ ვეტყვით, თუმცა არავის მივცემთ იმის საშუალებას, არც საკუთარ მხარდამჭერებს და არც მოწინააღმდეგეებს, კანონი დაარღვიონ. სამართალდამცავები მობილიზებულნი არიან, კანონი დაიცვან. არც მე არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი დავარღვიოთ" - აცხადებს ბერძენიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში. ბერძენიშვილი, ნაციონალების განცახდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლების მხრიდან იმართება, არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული საქრთველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახოს - „ხელისუფლებას ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" არ ეშინია. მას იგი იოლად დაამარცხებს" - აცხადებს ბერძენიშვილი.