მიმდინარე წლის ნოემბრში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი გაიზარდა და 82,3 ათასი ტონა შეადგინა , რაც 10,5 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 42,3 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 750,9 ათასი ტონა, რაც 17 ათასი ტონით ანუ 2,3 % -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (767,9 ათასი ტონა) შედარებით.
ქვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 259,0 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 197,2 ათასი ტონა და დიზელი - 61,8 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 34,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 193,3 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 22,7 ათასი ტონა და დიზელი - 170,6 ათასი ტონა) - 25,7%; ბულგარეთი - 121,9 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 88,9 ათასი ტონა და დიზელი - 33,0 ათასი ტონა) - 16,2%; რუსეთი - 105,9 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 14,1% და სხვ...
საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 73,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 25%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 2%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 69%, ხოლო ევრო დიზელი - 31%.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 66,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2013 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში შეადგინა 78,8 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 71,7% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 17,6%, ისრაელი - 7,5%, საბერძნეთი - 3,0%.
მ/წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 13,6 ათასი ტონა .