reportiori.ge - შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:49
სამართალი
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 15:48

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონში მოქმედი, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ძალადობის გამოყენების მუქარით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 20 მაისს, გალის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ექვსი პირი, რომლებმაც სახლიდან გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები და მძევლად აიყვანეს ოჯახის ერთი წევრი, ხოლო გატაცების შემდეგ მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით. ოჯახის მხრიდან 20 000 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ მძევალი გაათავისუფლეს. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2013 წლის 26 ივლისს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს ხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული თ.ჭ, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გამოძალული თანხის ნაწილი და გატაცებულის ნივთები, ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია "მაკაროვი"-სისტემის ცეცხლასასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და რვა ცალი ვაზნით; 1979 წელს დაბადებული რ.ე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გატაცებული პირის ოჯახისაგან გამოძალული თანხის ნაწილი და ნარკოტიკული საშუალება; 1978 წელს დაბადებული ჭ.ნ, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს გამოძალული თანხის ნაწილი, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება - "მარიხუანა". მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული ჯგუფის სხვა წევრთა დასაკავებლად და მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ფაქტების დასადგენად. გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქ/პუნქტით.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016