reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: შიხიაშვილმა ფასეულობები გადააფასა - გიგი უგულავა კი ფასეულობის შეფასებაში ცდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:32
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შიხიაშვილმა ფასეულობები გადააფასა - გიგი უგულავა კი ფასეულობის შეფასებაში ცდება
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 18:15

„შეტევაზე გადასვლა და  ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა თავდაცვის ერთ-ერთი ფორმაა"- ასე აფასბეს უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში, თბილისის მერის იმ განცხადებას, სადაც უგულავა აცხადებს, რომ „ქართული პოლიტიკისთვის მედროვეობა ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი რამაა". „როგორ უკვირს გიგი უგულავას, რომ ვიღაცამ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა დატოვოს, მას მერე, რაც ამდენი ფაქტი გამოვლინდა"-აცხადებს  ვოლსკი. ვოლსკი აღნიშვს, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებმა „თავისუფლების ატმოსფერო მოიტანა." მისი თქმით, დღეს საკუთარი აზრისა და პოზიციის გამოხატვა თავისუფალია და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლები „ქართულ ოცნებაში" გადადიან. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს ახალ წარმომადგენელს თავისი შეხედულებები აქვს და პარტიის შეცვლაზე გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. რაც შეეხება მის ახალ თანამდებობას, თუ შიხიაშვილს წინა ხელისუფლების დროს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიეცემა. „შეიძლება შიხიაშვილმა ფასეულობები გადააფასა. გიგი უგულავა კი ფასეულობის შეფასებაში ცდება. თუ შიხიაშვილი დამნაშავეა და კრიმინალური ქმედებები აქვს ჩადენილი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი იქნება ეს თუ „ქართული ოცნების" - ისევე აგებს პასუხს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე."-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. უმრავლესობის წარმომადგენელი გიგი უგულავას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი პარლამენტის მიერ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.  გიორგი ვოლსკის თქმით,  ამ ეტაპზე  „ქართულ ოცნებაში" ეს საკითხი არ განიხილება. „შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, მაგრამ დღესდღეობით ჩვენს გუნდში, აღნიშნულ თემაზე არ გვიმსჯელია,"-განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016