reportiori.ge - კობა დავითაშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:38
პოლიტიკა
კობა დავითაშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 16:56

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან და ამ ქმედების სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში გადასვლასთან დაკავშირებით, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.  "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. "როცა გადაწყდა, რომ პარლამენტში მთავრობასთან ერთად - უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მომზადებული პროექტი შემოვიდიდა, ჩემ მიერ მომზადებული ინიციატივა შეჩერდა და ის უკან გავიწვიე, მაგრამ გაირკვა, რომ მხარეებს შორის  წინააღმდეგობა არსებობს. კერძოდ, სს დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია, ხოლო არაძალოვანი უწყებები დეკრიმინალიზაციის ძალიან ლიბერალურ მიდგომაზე საუბრობენ, როცა მოხმარებაზე პირველი სანქცია გაფრთხილებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი მოხმარება საერთოდ დასჯადი ქმედება არ არის. ჩემთვის ეს ორივე უკიდურესი მიდგომა მიუღებელია და თან ვხედავ, რომ ვერ თანხმდებიან და არც შეთანმების პერსპექტივა ჩანს", - განაცხადა  კობა დავითაშვილმა. დეპუტატის განმარტებით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აკრძალული ნარკოტიკების სიას 200 ნივთიერება - ე.წ. სპაისი ემატება. მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილ პროექტში პირვანდელი ვარიანტისგან განმასხვავებელია ის, რომ სანქცია 3-ათას ლარიან ჯარიმასთან და 2-თვიან ადმინისტრაციული პატიმრობასთან დაკავშირებით მცირდება და ის 1500-ლარიან ჯარიმამდე და 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ჩამოდის, თუმცა პირი ამ ჯარიმისგან გათავისუფლებდება, თუკი ის მკურნალობის გავლას დათანხმდება. დავითაშვილის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016