პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება
27 ივლისი, 2013. 17:42
საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. პრაიმერის საბოლოო შედეგები, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტობის კანდიდატობის ოთხი მსურველი: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია უპირისპირდებოდნენ, "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა. თბილისის მასშტაბით შედეგები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდა, მეორეზე-გიორგი ბარამიძე, მესამეზე - ზურაბ ჯაფარიძე და მეოთხეზე - შოთა მალაშხია. შემაჯამებელ პრაიმერზე ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც გამოცხადდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული შედეგების მიხედვითაც დავით ბაქრაძე ლიდერობს, მეორე ადგილზეა ზურაბ ჯაფარიძე, მესამეზე - გიორგი ბარამიძე, მეოთხეზე კი - შოთა მალაშხია.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27