რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი უკვე თბილისშია - ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, დღეს ქართველი მაყურებელი სპექტაკლს „ხულიგანის ახსარება"-ს იხილავს. პოეზიის და მუსიკის სინთეზით შოუ-ბალეტის და ბიგ-ბენდის მონაწილეობით - მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი მაყურებლისთვის ცნობილ რუს კლასიკოს სერგეი ესენინს გააცოცხლებს.
კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადაეცემა, რის გამოც საქართველოს კულტურის პალატამ ბეზრუკოვს მადლობის სიგელი გადასცა.
რუსი მსახიობი ქართველ მაყურებელს დაუვიწყარ შოუს პირდება. ის თბილისში მეუღლესთან და თეატრალურ დასთან ერთად ჩამოფრინდა.
„ბედნიერი ვარ საქართველოში სტუმრობით. ქართველი მაყურებლისგან მოლოდინს და სითბოს ვგრძნობ. სცენაზე მაქსიმალურად დავიხარჯები. საქართველო ემოციებით და იმპულსებით სავსე ქვეყანაა, რუსებიც ასეთები ვართ, ამიტომ თქვენგან ყოველთვის ვგრძნობ ბევრ საერთოს და მიჯაჭულობას. „ხულიგანის ახსარება" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და გადაღლილი ვარ, სცენაზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ. მაყურებელი შეძლებს იხილოს მასშტაბური დადგმა და მინდა ესენინის შემდეგ პუშკინი გაგაცნოთ" .- განაცხადა ბეზრუკოვმა.