reportiori.ge - დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებს სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:38
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებს სთავაზობს
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 18:10

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატების სერიას სთავაზობს. ბაქრაძემ მარგველაშვილი დებატებში შემაჯამებელი პრაიმერის დასრულების შემდეგ, დელეგატებისთვის საბოლოო სიტყვით მიმართვისას გამოიწვია. " ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს პირდაპირი, ერთ-ერთზე დებატების სერიას ვთავაზობ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება ერთიანი დებატები სხვა კანდიდატებთან. მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის,  "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, აუცილებელია "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხალხს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე ესაუბროს. სწორედ ამ მიზნით შესთავაზა კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა   დებატებში მონაწილეობა.  "აუცილებელია "ქართული ოცნების" კანდიდატმა აჩვენოს ხალხს, თუ როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილების არქონის პირობებში. აუცილებელია დაარწმუნოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობების და კონტაქტების არარსებობის ფონზე. აუცილებელია დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი, ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ. იმედი მაქვს, გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და ჩვენ გვექნება პირისპირ დებატების სერია ყველა მნიშვნელოვან თემაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016