კულტურა
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
ავტორი: ქრისტინე ფოფხაძე
14 დეკემბერი, 2013. 19:06
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს მუსიკის ეროვნული ცენტრი დღეს დაგეგმილ კლასიკური მუსიკის საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას მიუძღვნის.
ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
პირველ ნაწილში შესრულდება უვერტიურები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან. კონცერტის მეორე ნაწილში მსმენელების წინაშე წარსდგება ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ცოცხალაშვილი.
პიანისტი შეასრულებს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ერთ-ერთ საფორტეპიანო კონცერტს. იგი ამერიკიდან სპეციალურად ესტუმრა თბილისს, მუსიკალური ცენტრის ნოემბერ-დეკემბრის საკონცერტო სერიისთვის.
ცნობილი ქართველი კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში, 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50