reportiori.ge - გიგა ბოკერია: დარწმუნებული ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:22
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: დარწმუნებული ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 19:02

ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ბოკერიამ დღეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის"  პრაიმერის დასკვნითი ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირველ რიგში, მინდა, მივულოცო „ნაციონალურ მოძრაობას", მის ყველა მომხრეს, აქტივისტს ძალიან ღირსეული და ძლიერი კანდიდატის შერჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ დავით ბაქრაძე ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება, მაგრამ ამ გამარჯვებასთან ერთად მინდა, მივულოცო ის პროცესი, ის ახალი დემოკრატიული ტრადიცია, რომელიც ამ პრაიმერით იქნა დანერგილი, როდესაც თითოეულ აქტივისტს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავს „ნაციონალურ მოძრაობას" მოიაკუთვნებს, აქვს თავისი ხმა არამარტო საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ კანდიდატის შერჩევისას. ეს არის ძალიან კარგი ტრადიაცია და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ამ რთულ მომენტში. ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ როგორი დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო ამ ტრადიციის ჩამოყალიბება. თუ ჩვენს საზოგადოებას მიეცა საშუალება ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებისა,  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება", - განაცხადა ბოკერიამ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016