reportiori.ge - დღეს ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:16
კულტურა
დღეს ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
15 დეკემბერი, 2013. 02:54

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით , მოცეკვავე ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივები, მათ შორის, ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებული დამსახურებული ანსამბლები. საღამოზე მაყურებელი გამოჩენილი ქართველი მსახიობ-მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, ეროვნული პრემიის ლაურეატის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და დამსახურების მფლობელი მოცეკვავის შემოქმედების ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას იხილავს. ომარ მხეიძის სახელობის პრიზით და "სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდებით" დაჯილდოვდებიან ღონისძიებაში მონაწილე წარმატებული საბავშვო ანსამბლები. საღამოს ფარგლებში ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი, ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, გამოჩენილ ქორეოგრაფებს, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის, ბრწყინავლებისა და ამაგდარის ორდენებით დააჯილდოებს.ომარ მხეიძის შემოქმედებით საღამოს დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. "კულტურის ამაგდარის" წოდებით ქორეოგრაფებს თბილისის მერია დააჯილდოებს.გამოვლინდება "წლის საუკეთესო ქორეოგრაფი", "წლის საუკეთესო რეპეტიტორ- ქორეოგრაფი" "წლის საუკეთესო პედაგოგ-ქორეოგრაფი".  

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016