განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა ბევრად ნაკლები ვალდებულებები აქვს. ამის შესახებ ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ყველას დიდი მადლობა, ვინც ამა თუ იმ ფორმით - სტატუსით, კომენტარით, თუ სხვა ვირტუალურ-ტექნოლოგიური საშუალებებით გამოხატეს თავიანთი თანადგომა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. პირველი არაა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ამბავი, ამიტომ ყველანაირი ცვლილებები ადვილად გადამაქვს და როგორც იტყვიან, არ დავიკარგები ცხოვრებაში. საერთოდაც, ყველა თანამდებობის თავზეც გავიარე - სამაგიეროდ ახლა ბევრად ნაკლები ვალდებულებები მაქვს", - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ განათლების და მეცნიერების ახალმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ დავით ზურაბიშვილი მოადგილის პოსტზე ხელახლა არ დანიშნა და მას მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც ზურაბიშვილისგან უარი მიიღო.