reportiori.ge - შალვა ფიფია: ციტრუსის ტრანსპორტირების პრობლემის შემთხვევაში, სამინისტრო მოსახლეობას ტექნიკით დაეხმარება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:09
ეკონომიკა
შალვა ფიფია: ციტრუსის ტრანსპორტირების პრობლემის შემთხვევაში, სამინისტრო მოსახლეობას ტექნიკით დაეხმარება!
ავტორი: ანა შანიძე
15 დეკემბერი, 2013. 18:42

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია გურიისა და აჭარის რეგიონებში ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ეცნობა  და მანდარინის გადამამუშავებელი საამქროების მონახულებას განაგრძობს. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, შალვა ფიფიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მოქმედი მანდარინის ჩამბარებელი პუნქტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


მოსახლეობასთან შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობა და მოსავლის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. მინისტრმა მოსახლეობას რაიონში არსებული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


"შეხვედრაზე მოვისმინეთ მოსახლეობის პრობლემები ციტრუსის რეალიზაციის კუთხით და მათი მოგვარების საკითხებზე ვიმსჯელეთ. გურიის რეგიონში მანდარინის მიმღები 3 პუნქტი სოფელებში შრომაში, მერიაში და ნატანებში ფუნქციონირებს. აჭარის რეგიონში ციტრუსს იბარებს 33 მიმღები და გადამამუშავებელი საამქრო, რომლებიც მზად არიან გურიის რეგიონიდანაც ჩაიბარონ მანდარინი. მოსახლეობას განვუმარტეთ თუ, რა დოკუმენტები სჭირდებათ, რომ მიიღონ სუბსიდია. მოსახლეობის იმ ნაწილის კი, ვისაც ციტრუსის ტრანსპორტირების პრობლემა აქვს, ჩვენ მზად ვართ დავახმაროთ შპს ,,მექანიზატორის" ტექნიკა, რათა დროულად შეძლონ მანდარინის გადამამუშავებელ პუნქტებამდე მიტანა", - განაცხადა შალვა ფიფიამ.


როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე შალვა ფიფიამ აღნიშნა, უკვე მოხსნილია ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უამინდობამ გამოიწვია. უკვე ორი დღეა აღდგა საპორტო მოძრაობა.


მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე, სოფელ მერიას საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ჭყონია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016