reportiori.ge - საქართველოს ნაკრები მოსკოვში არ ჩავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:39
სპორტი
საქართველოს ნაკრები მოსკოვში არ ჩავა
15 დეკემბერი, 2013. 22:22

მოსკოვიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ოფიციალური მიწვევის წერილი მმოვიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საფეხბურთო კავშირი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს (1993 წელს დაბადებულები და უფრო უმცროსები) საერთაშორისო ტურნირზე „თანამეგობრობის თასის" (ე.წ. დსთ-ს თასი) რიგით 22-ე გათამაშებაში საასპარეზოდ ეპატიჟება. თუმცა, სქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისმა მოსკოვს უარით უპასუხა...


ბუნებრივია, ყველასათვის საინტერესოა, თუ რითაა განპირობებული ქართული მხარის უარი, რომელსაც თავისი ახსნა აქვს.


რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან მიღებული მიწვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ითათბირა და უარი სწორედ აზრთა შეჯერების შედეგად გადაწყდა. საქმე ისაა, რომ „თანამეგობრობის თასის" გათამაშება სანქტ პეტერბურგში 2014 წლის 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და პოსტსაბჭოთა სივრცის 11 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ კი რუსეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბელორუსის, მოლდოვას, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები. ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია, „თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მონაწილეობის საკითხს განიხილავდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, გაისად მაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში იასპარეზებს. ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად, ჩვენი ჭაბუკთა ნაკრებისთვის დსთ-ის თასის გათამაშებაში მონაწილეობა სასარგებლო კი იყო, მაგრამ, აქ მეორე მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი. მაშინ როცა, სანქტ პეტერბურგში „ტანამეგობრობის თასის" გათამაშება გაიმართება, ის კლუბები, რომელშიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები ასპარეზობენ, ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე იქნებიან უცხოეთში. 2014 წელს 5 მარტამდე ფიფას მიერ გამოყოფილი ოფიციალური სათამაშო დღე არ არის და კლუბებს სრული უფლება აქვთ ფეხბურთელები არ დათმონ. 19-წლამდელთა ნაკრების რუსეთში მეორე შემადგენლობით გამგზავრება კი ეფექტური არ იქნებოდა. სწორედ ამ მოტივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოსკოვი უარით გაისტუმრა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016