reportiori.ge - რუსთავის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:36
კულტურა
რუსთავის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა
16 დეკემბერი, 2013. 12:47

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის წინ მისივე ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორის მეუღლე, ქეთევან კიკნაძე და და, მარიკა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

 

გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი მისმა შვილიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც თეატრში რეჟისორის შემოქმედების ამსახველი თეატრალიზირებული წარმოდგენა და კონცერტი გაიმართა. ასევე მოეწყო რეჟისორის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

 

„ვულოცავ საკუთარ თავს, ამ თეატრს,  ვულოცავ მთელ თეატრალურ სამყაროს. დიდხანს ელოდა ეს თეატრი ამ დღეს - თითქმის ნახევარი საუკუნე. მადლობის მეტი რა მეთქმის. მადლობას ვუხდი ქალაქის მერს", - განაცხადა ქეთევან კიკნაძემ.


გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში.


წლების განმავლობაში იყო ოტე  მარჯანიშვილის  სახელობის სახელმწიფო აკადემიური  თეატრის  რეჟისორი  და  სამხატვრო  ხელმძღვანელი. 1999-2000  წლებში იყო ოთა  რუსთაველის  სახელობის  თეატრისა  და  კინოს  ინსტიტუტის  რექტორი. მისი დაარსებულია რუსთავის თეატრი.


 

გიგა  ლორთქიფანიძე  იყო  საქართველოს  პარლამენტის  დეპუტატი  1992-1995  წლებში.  მიღებული აქვს  საქართველოს  და  სსრ  კავშირის  სახალხო  არტისტის  წოდება, იყო  შრომის წითელი დროშის"  და  საპატიო ნიშნის" სამი  ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს  სახელმწიფო  პრემიის  ლაურეატი.  ოტე მარჯანიშვილის  სახელობის პრემიების კომიტეტის  თავმჯდომარე,  საქართველოს  პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების  კომიტეტის  წევრი.



XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გიგა ლორთქოფანიძემ გიზო გაბისკირიასთან ერთად, გადაიღო 7- სერიანი მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია", რომელიც არის ფილმი-შედევრი და იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პირველწყაროც და ფილმიც ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. საბჭოთა დროს მსგავსი ფილმის შექმნა რისკთან იყო დაკავშირებული .


1985  წელს გიგა  ლორთქიფანიძეს  მრავალსერიანი  მხატვრული  ფილმის  წიგნი ფიცისა" შექმნისათვის  მიენიჭა  შოთა  რუსთაველის  სახელობის  პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მინიჭებული  აქვს  სხვა  სახელმწიფო  ჯილდოები.  თბილისის  საპატიო მოქალაქის  წოდება.



2013 წლის 13 ივნისს, 86 წლის ასაკში რეჟისორი მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016