reportiori.ge - ნოდარ ხადური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ვალებს მიხედოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:29
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ვალებს მიხედოს!
ავტორი: ანა შანიძე
16 დეკემბერი, 2013. 14:02

ნოდარ ხადური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის შიდა ვალთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის ვალებს მიხედოს, რომელიც აიღეს - 500 მილიონი დოლარი, სრულიად უტვინოდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომ ჩამოიტანეს 500 მილიონი დოლარი, მერე კითხულობდნენ, სად დავხარჯოთ ეს ფულიო. თავიანთ თავს მიხედონ და თავიანთ დანგრეულ ქვეყანას, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ძალიან დიდი მოცულობის ვალია, რომლის გადახდაც მომავალ თაობას მოუწევს.


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოხატა კრიტიკური მოსაზრება.


ჯაფარიძის თქმით, ერთი წლის წინ პარტია აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, პრობლემები თავს იჩენდა ეკონომიკაში და ბიუჯეტშიც. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016