reportiori.ge - საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:56
პოლიტიკა
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 12:16

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტებზე მუშაობა დაასრულა. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, რამდენიმე პროექტად ინიცირებული ცვლილებები გუშინ მესამე - საბოლო  მოსმენით დამტკიცდა. მიღებული ცვლილებების თანახმად, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საწინააღმდეგოდ კანონმდებლობაში რამდენიმე კონკრეტული აკრძალვა ჩაიდო. კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ არა მარტო მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ, არამედ ზოგადად, სამუშაო საათების განმავლობაში. იკრძალება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. გარდა ამისა, მთლიანად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში. გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული ცვლილებების თანახმად, სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება.

ასევე, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. ცვლილებების თანახმად, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, დგინდება პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელი სახელმწიფო თანამდებობები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატს, ვინც მოიპოვებს მონაწილეთა ხმების 10%-ს და მეტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით.
ამავე ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. საუბარია 90 000 - ზე მეტ ამომრჩეველზე. გარდა ამისა, დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომელსაც საბოლოო კენჭისყრით მომავალი კვირის სესიაზე დაამტკიცებენ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016