ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. ფესტივალი საქართველოს დამსახურებულ არტისტს, მოცეკვავე ომარ მხეიძეს მიეძღვნა. იგი კონცერტზე საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
„დიდი მადლობა ყველას, მითუმეტეს კულტურის სამინისტროს და ჩემს კოლეგებს დაფასებისთვის და ამ დიდი ჯილდოსთვის, რომელიც მე მომანიჭეს", - განაცხადა ოთარ მხეიძემ.
სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსაც გადაეცათ.
ომარ მხეიძის შემოქმედებით საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრო.
„კულტურის სამინისტრო მოხარულია იმით, რომ წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავ კონცერტში. ბატონი ომარის დამსახურება იმდენად დიდია ქართულ ქორეოგრაფიაში, არა მარტო კულტურის სამინისტრო, არამედ, მთელი საქართველო ვალში ვიქნებით", - განაცხადა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.