ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, დღეს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - „ლექსო, არ დაიკარგები" გაიმართება. საღამოს ცნობილი ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებიან.
ღონისძიებაში სახალხო და ავტორ-მთქმელები, ავთენტიკური ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. მაყურებელი მოისმენს უცნობ მელექსეთა პოეზიას აჭარიდან, გურიიდან, გურული ყბის საქცევებს, ნახავს აჭარული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშს „ხერტლის ნადურს" ცეკვით და ცოცხალ ფშავურ კაფიაობას.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები" დაარდა 2008 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. იგი ყოველწლიურად იმართებოდა ფოლკლორის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" ფარგლებში.