დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით საქველმოქმედო, ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, რომელიც გაყიდვაშია ქართული კომპანია ,,გაუმარჯოს" მიერ. ასევე ქართული კერძები, წიგნები, კალენდრები და თექაში შესრულებული ქართული სუვენირები. გაყიდვში იყო დავით გიგაურის ავტორობით გამოცემული წიგნი „გამოჩენილი ქართველების კერძების რეცეპტები" და პოეტ ხათუნა შავგულიძის ლექსების კრებული. აუქციონზე გაიყიდა ლონდონში მცხოვრები ცნობილი ქართველების ნივთები: ქეთი მელუას ახალ CD კრებული, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გაყიდვაში, ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინას ელენე გლურჯიძეს პუანტები და საიუველირო მაღაზია „ეშვის" ყელსაბამი.
გაერთანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლისა და საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ლონდონში გასტროლებზე მყოფი „კახაბერი და ხანუმების" ჯგუფის მიერ თავიანთი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შესრულდა. ლონდონში არსებულმა ქართულმა სტუდიამ კი ქართული ცეკვები წარმოადგინა. ამავდროულად მიმდინარეობდა ჩემპიონატი ნარდში, რომლის გამარჯვებულიც ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა.
საღამოზე შემოსული თანხა ლონდონში არსებული მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარს გადაერიცხა, რომელიც თავის მხრივ საქართვველოში გაჭირვებულ და მიუსაფარ ოჯახებს უწევს დახმარებას.
ღონისძიებას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.