reportiori.ge - World Soccer: კრიშტიანუ რონალდუ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:25
სპორტი
World Soccer: კრიშტიანუ რონალდუ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
16 დეკემბერი, 2013. 21:02

მსოფლიოპში ცნობილმა, ავტორიტეტულმა გამოცემა World Soccer-მა, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, მსოფლიოს წამყვან სპორტულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხა ჩაატარა, რომლის შედეგებიც თავისსავე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, რესპონდენტთა ჩამონათვალში საქართველოს წარმომადგენელი არაა, მაგრამ ამ გამოკითხვის შედეგები ჩვენი მკითხველისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს...

World Soccer-ის გამოკითხით 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალისა" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, რომელმაც 1 075 ხმა მიიღო. 926 ხმით მეორე ადგილზე გავიდა არგენტინის ნაკრებია და „ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი, მესამეზე კი საფრანგეთი ნაკრებისა და მიუნენის „ბაიერნის" შემტევი ფრანკ რიბერი.

წლის ფეხბურთელის გარდა, World Soccer-ის გამოკითხვა, 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელისა და საუკეთესო გუნდის გამოსავლენასაც ისახავდა მიზნად... წლის საუკეთესო მწვრთნელად მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესი დაასახელეს. მეორეზე დორტმუნდის „ბორუსიას" მწვრთნელი იურგენ კლოპი გავიდა, მესამეზე კი მადრიდის „ატლეტიკოს" მესაჭე დიეგო სიმეონე. მეოთხეობა „მანჩესტერის" ექს-მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს ერგო, მეხუთე ადგილი კი ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს.

World Soccer -ის რესპონდენტებმა, 2013 წლის საუკეთესო გუნდად მიუნხენის „ბაიერნი" აღიარეს, მეორე ადგილი მადრიდის „ატლეტიკოს" ერგო, მესამე კი დორტმუნდის „ბორუსიას".

World Soccer-ის ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მოწინავე ათეული ასეთია:


1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია / „რეალი")

2. ლიონელ მესი (არგენტინა / ბარსელონა)

3. ფრანკ რიბერი (საფრანგეთი / ბაიერნი)

4. ზლატან იბრაგიმოვიჩი (შვედეთი / პარი სენ ჟერმენი)

5. არიენ რობენი (ჰოლანდია / ბაიერნი)

6. ნეიმარი (ბრაზილია / სანტოსი-ბარსელონა)

7. ფილიპ ლამი (გერმანია / ბაიერნი)

8. რობინ ვარ პერსი (ჰოლანდია / მანჩესტერ იუნაიტედი)

9. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი / დორტმუნდის ბორუსია)

10. გარეთ ბეილი (უელსი / ტოტენჰემი-რეალი)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016