უეფას შტაბ ბინაში, ნიონში გამართულმა წილისყრამ, ევროპის ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას შემორჩენილი 16 გუნდი 1/8 ფინალში დააწყვილა. უეფას ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის მიხედვით, 1/8 ფინალის პირველი მატჩები თებერვალში საპასუხო შეხვედრები კი მარტში გაიმართება. 1/4 ფინალში 8 გუნდის ვინაობა კი 18-19 მარტს გაცხადება.
კენჭისყრის შედეგად, უეფას ჩემპიონთა ლიგის წყვილები და 1/8 ფინალური მატჩების განრიგი ასეთია:
უეფას ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის პირველი მატჩები.
18.02.2014.
მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - ბარსელონა (ესპანეთი)
ბაიერი (ლევერკუზენი, გერმანია) - პსჟ (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი)
19.02.2014.
არსენალი (ინგლისი) - ბაიერნი (გერმანია)
მილანი (იტალია) - ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი)
25.02.2014.
ზენიტი (რუსეთი) - ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
26.02.2014.
გალათასარაი (თურქეთი) - ჩელსი (ინგლისი)
შალკე (გერმანია) - რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
უეფას ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის საპასუხო მატჩები.
11.03.2014.
ბაიერნი (გერმანია) - არსენალი (ინგლისი)
ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი) - მილანი (იტალია)
12.03.2014.
ბარსელონა (ესპანეთი) - მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
პსჟ (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი) - ბაიერი (ლევერკუზენი, გერმანია)
18.03.2014.
ჩელსი (ინგლისი) - გალათასარაი (თურქეთი)
რეალი (მადრიდი, ესპანეთი) - შალკე (გერმანია)
19.03.2014.
ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია) - ზენიტი (რუსეთი)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
გარდა ამისა, ცნობილია ის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა, გაისად 21 მარტს, ხოლო, ხოლო ნახევარფინალის კენჭისყრა, 11 აპრილს ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, 2014 წლის 24 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, „ეშტადიო დუ ბენფიკაზე" ჩატარდება.