reportiori.ge - იურმალაში ქართველმა კონკურსანტმა სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი დაიკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:07
კულტურა
იურმალაში ქართველმა კონკურსანტმა სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი დაიკავა
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 13:19

იურმალაში, კონკურსზე "ახალი ტალღა 2013" ქართველმა კონკურსანტმა სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული, კუბელი რობერტო კელ ტორესი გახდა. მან სალომე ქათამაძეს მხოლოდ ერთი ქულით აჯობა. მესამე ადგილზე კი ვიეტნამის წარმომადგენელი ვინ ჰუატი გავიდა. კონკურსი, სამი ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ტურში მომღერლებმა მსოფლიო ჰიტები შეასრულეს, მეორეში  მშობლიური სიმღერები, ხოლო ბოლო ტურში, სპეციალურად "ახალი ტალღისთვის" შექმნილი სიმღერები გაჟღერდა. საპრიზო ფონდი 100 ათას ევროს შეადგენს,  პირველი ადგილის მფლობელი 50 ათასი ევროთი დაჯილდოვდება, მეორე ადგილის მფლობელი - 30 ათასს ევროს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე - 20 ათასს. სპონსორებმა პრიზები მაყურებლის სიმპატიისთვისაც დააწესეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია იურმალაში დღეს საღამოს გაიმართება.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016