reportiori.ge - არჩილ გეგეშიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:41
პოლიტიკა
არჩილ გეგეშიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 13:41

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ ვაშინგტონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა კონგრესმენ მაიკლ ტერნერის ინიციატივით გაიმართა და მასში საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მონტენეგროსა და მაკედონიის ელჩებმა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ელჩობის მოვალეობის შემსრულებელმა. არჩილ გეგეშიძემ ღონისძიების მონაწილეებს ნატო-ს გაფართოების შესაძლებლობებზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰივერ ლ. მესერამ აღნიშნა, კომიტეტის წევრებისთვის სასარგებლო იყო ის ინფორმაცია, რომელიც მათ შეხვედრაზე ელჩმა გააცნო, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით. "საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვის ძალზედ სასარგებლო იყო ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს ისეთი მაღალი დონის დიპლომატებისგან, როგორიც თქვენ ბრძანებით. მათ უკეთ გაიგეს საქართველოს პერსპექტივა ნატოში ინტეგრაციის პროცესში. თქვენს მიერ წარდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები ძალზედ ინფორმაციული და სასარგებლოა, რათა სწორი წარმოდგენა ვიქონიოთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაში", - აღნიშნავს ჰავიერ ლ. მესერა. მისივე განცხადებით, ელჩის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრებისათვის, მათ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დროსაც, და ეს ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016