კულტურა
ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი გასტროლებზე ესპანეთში მიემგზავრება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
17 დეკემბერი, 2013. 13:41
დღეს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ესპანეთში გასტროლზე მიემგზავრება.
საბალეტო დასი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტს „მაკნატუნას" წარმოადგენს. გასტროლი ესპანეთის ქალაქებში ლეონში, მედინა დელ კამპოში, მურსიასა და სარაგოსაში ჩატარდება. ხოლო, 22 დეკემბერს ქალაქ ტერასაში გამართული გალაკონცერტით დასრულდება.
გალაკონცერტზე საბალეტო დასი წარადგენს ჯორჯ ბალანჩინის „სერენადას", ირჟი კილიანის „ექვს ცეკვას" და სუიტას „მაკნატუნადან". გალაკონცერტზე დაგეგმილია ნინო ანანიაშვილის გამოსვლაც.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50